„ჩვენ ვართ ერთადერთი ეროვნული, თანმიმდევრული ძალა, რომელმაც ვიცით, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და როგორ მოვაგვაროთ ჩვენი სამშობლოს და თითოეული თქვენგანის პრობლემები", აღნიშნული განცხადება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.
მან წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„არჩევნებზე თქვენი მოსვლა არის გადამწყვეტი. თუ არ მოხვალთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ეგუებით იმ უსამართლობას, უუნარობას, რაც დღეს ქვეყანაში სუფევს; ეგუებით იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად პატარავდება; ეგუებით იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა გაჭირვების ზღვარს მიღმა ცხოვრობს", განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.