საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საბურთალოს მე-4 საარჩევნო ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა და ხმა მისცა „თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება“.
„მე ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება; სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია, იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ; სადაც განათლების სისტემა მოწესრიგებულია და სადაც არის მაღალი ეკონომიკურ დინამიკა; სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება. მე მივეცი ხმა კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება,“ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.