„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საირმის ქუჩაზე, 64-ე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა. საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, მერობის კანდიდატმა მედიის წარმომადგენლებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
„მე არჩევანი გავაკეთე რომ ჩვენი ქალაქი იყოს, ეკოლოგიურად სუფთა, ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული, ურბანულად იყოს მოწესრიგებული და არ ხდებოდეს ქაოტური განაშენიანება, ქალაქში უნდა იგრძნობოდეს სიცოცხლე. ქალაქი უნდა იყოს სიყვარულით სავსე, ისტორიით სავსე, კულტურით სავსე. მე მჯერა, რომ ჩვენ ამას ერთად აუცილებლად შევძლებთ და მოვახერხებთ", აღნიშნა კახა კალაძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.