სულ მცირე 30 პოლიციელი და სამხედრო პირია მოკლული ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მებრძოლთა თავშესაფრებზე განხორციელებული რეიდისას, განაცხადეს უსაფრთხოების და სამედიცინო წყაროებმა.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ბრძოლებს პარასკევს, დასავლეთ უდაბნოში, ბაჰარიას ოაზისში, ქაიროდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით, 135 კილომეტრის მოშორებით ჰქონდა ადგილი და ის მას შემდეგ წარიმართა, რაც უსაფრთხოების ძალებმა მებრძოლთა ადგილმდებარეობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოკლული არიან პოლიციელები, ისევე როგორც მებრძოლები, მაგრამ სამინისტროს მსხვერპლის რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
თავშესფარში „ჰასმის“ მებრძოლები იმყოფებოდნენ და სწორედ ამ დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, განაცხადა რა, რომ მათ მიერ პოლიციის და უსაფრთხოების ძალების 28 წარმომადგენელია მოკლული და სხვა 32 დაჭრილი.
ეგვიპტის ხელისუფლება „ჰასმს“ ბრალს სდებს იმაში, რომ ის „მუსლიმთა საძმოს“ – 2013 წელს კანონგარეშედ გამოცხადებული ისლამური დაჯგუფის - მებრძოლი ფრთაა. „მუსლიმთა საძმო“ კი, უარყოფს ბრალდებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.