თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის თქმით, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დარღვევები ფიქსირდება.
„ყველა საარჩევნო უბანთან არიან მობილიზებული შავებში ჩაცმული ადამიანები, აფორიაქებული სახეებით, საწერი კალმით, ფურცლებით, სიებით, დაარბენინებეთ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, ეზიდებიან ხალხს კოორდინატორები, უზარმაზარი ადმინისტრაციული მანქანა არის დაქოქილი იმისთვის, რომ საკუთარი მხარდამჭერები ძალით მოიყვანონ საარჩევნო უბნებზე. რა თქმა უნდა, ამის ორგანიზატორი არის ხელისუფლება. მოგვდის ინფორმაცია, რომ არის „კარუსელების" მცდელობა, ჩვენი ჯგუფები გასული არიან ამ ფაქტების გადასამოწმებლად"- განაცხადა თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.