არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციური პარტიები ინსტრუქციას იძლევიან, რომ საარჩევნო უბნებზე რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს
21-10-2017, 15:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარმომადგენლებს ინსტრუქციას აძლევენ, რომ საარჩევნო უბნებზე რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს“, ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ, პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 


თალაკვაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია, პარტიამ არა ერთი საარჩევნო უბნიდან მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპონენტები, საჩივართა რაოდენობით, ამომრჩეველთა განწყობაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ.

 


„მიუხედავად ამისა, მსგავსი ფაქტები არჩევნებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, არჩევნები დილიდან თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. წინასწარი კვლევებით, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის დიდი მხარადაჭერა აქვს და ის, რომ გაყალბება არც ერთ უბანზე არ იქნას დაშვებული, პირველი რიგში ჩვენს იტერესებში შედის“, აღნიშნა მან.

 


თალაკვაძემ მხარდამჭერებსა და ამომრჩეველებს მოუწოდა, საარჩევნო პროცესში მონაწილეობა მიიღონ და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. რაც შეეხება განცხადებებს ამომრჩეველთა აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით, თალაკვაძის განმარტებით, ამომრჩეველთა აქტივობის აღრიცხვა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობაა, სიები არის ღია და აღრიცხვის წარმოება ნებისმიერ აქტივისტს საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლია.

 

 

„ეს კეთდება საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით, რაც კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია“, განაცხადა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი