ბოლო ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს მარნეულიდან გახლავთ ის, რომ რამდენიმე წუთის წინ რაიონში შეიყვანეს სპეციალური დანიშნულების რაზმები, აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა.
როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, „ეს ყველაფერი გვაგონებს უკვე კარგად ნაცნობ სქემას, როდესაც 2016 წელს მარნეულში გამარჯვებულ მაშინდელი ოპოზიციის კანდიდატს, აჰმედ იმამყულიევს ძალადობით, არეულობის პროვოცირებითა და ზეწოლით მოპარეს დამსახურებული გამარჯვება".
„მინდა გამოვეხმაურო სიტუაციას, რომელიც შექმნილია მარნეულში. როგორც იცით, დილიდან მარნეული არის დაძაბულობის ერთ-ერთი კერა. დილიდან ფიქსირდებოდა ფაქტები, როდესაც რამდენიმე უბანზე არ შეუშვეს დამკვირვებლები. ხდებოდა „ქართული ოცნების" მხარდამჭერების მობილიზება უბნების გარეთ და რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი შელაპარაკებას „ქართული ოცნების" და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის", აღნიშნა ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.