თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი გენშტაბის უფროსს ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა. კაპანაძის განცხადებით, ის უახლოეს დღეებში საზღვარგარეთ ვიზიტად მიდის და თავდაცვის მომავალი მინისტრი საქმის კურსში ჩააყენა.
ხიდაშელსა და კაპანაძეს "მაესტროს" ჟურნალისტი ესაუბრა. თინა ხიდაშელი თავს უკვე თავდაცვის მინისტრად მოიაზრებს.
თ.ხ: ვინაიდან ვიზიტი არის ძალიან სწრაფად დაგეგმილი და ჩვენ თბილისში ვეღარ მოვასწრებთ შეხვედრას, ამიტომ გადავწყვიტეთ, დღესვე ვისაუბროთ.
მაესტრო: ჯერ თქვენ არ ხართ თავდაცვის მინისტრი.
თ.ხ: მე თავდაცვის მინისტრი ვარ, როგორ გეკადრებათ. დანიშნული ვარ, როგორც თავდაცვის მინისტრი.
მაესტრო: თუმცა, პარლამენტს მთავრობის დამტკიცებაზე კენჭი არ უყრია.
თ.ხ: არ სჭირდება პარლამენტის კენჭისყრა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თავდაცვის, გარემოს დაცვის, სპორტის მინისტრობის კანდიდატებად თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო. მისი თქმით, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაბალანსებული გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში უნდა მიიღოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.