მალაიზია შეერთებული შტატების კომპანიასთან შეთანხმების დადებაზე მოლაპრაკებებს აწარმოებს, და თუ გარიგება შედგა, აშშ-ის ტეხასში ბაზირებული კომპანია, იმ შემთხვევაში თუკი ჩამოვარდნილ თვითმფრინავს - რეისით MH370 - იპოვის, სოლიდურ ანაზღაურებას მიიღებს.
BBC-ის ცნობით, ავსტრალიის ტრანსპორტის მინისტრმა, დარენ ჩესტერმა განაცხადა, რომ მთავრობამ „Ocean Infinity“-თან შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ მალაიზიის მთავრობამ მოგვიანებით მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დააზუსტა, რომ იგი ამერიკულ ფირმასთან ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში იმყოფება.
რეისი MH370-ის თვითმფრინავის გაუჩინარება იდუმალების ბურუსშია გახვეული. „მალაიზიის ავიახაზების“ ავიალაინერი, რომელიც პეკინის მიმართულებით მიფრინავდა და რომლის ბორტზეც 239 მგზავრი იმყოფებოდა, რადარებიდან 2014 წლის 8 მარტს გაუჩინარდა.
საზღვაო სამძებრო სამუშაოები, რომელიც იანვარში შეწყდა, 120,000 კვადრატულ კილომეტრზე მიმდინარეობდა და 133 მილიონი ევროს ღირებულების იყო.
„Ocean Infinity“-ს ჯერ არ გაუხმაურებია სამძებრო სამუშაოების ღირებულება. ჩესტერმა განაცხადა, რომ კომპანია სამუშაოებს 25,000 კვადრატული კილომეტრის ფართობზე ჩაატარებს. ავსტრალიის სატრანსპორტო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სწორედ ამ ფართობზე არის „მაღალი ალბათობა“ თვითმფრინავის პოვნისა.
შეთანხმების თანახმად კომპანია, რომელიც სამძებრო სამუშაოებს ჩაატარებს, ნაპოვნი ტვირთის ღირებულების 80%-90%-ს აიღებს.
თვითმფრინავს 14 სხვადასხვა ქვეყნის მგზავრები და ეკიპაჟის წევრები გადაჰყავდა და მათი უმრავლესობა ჩინელი და მალაიზიელი იყო.
თავდაპირველ სამძებრო სამუშაოებს ავსტრალია ხელმძღვანელობდა მას შემდეგ, რაც ავიაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე იყო თვითმფრინავის მდებარეობის სავარაუდო ადგილი. ჩესტერმა განაცხადა, რომ ქვეყანა ყველანაირ ტექნიკურ დახმარებას გაუწევს კომპანიას, რომელიც სამძებრო სამუშაობს შეუდგება.
მალაიზიის ტრანსპორტის მინისტრმა, ლიუ ტიონგმა განაცხადა, რომ მთავრობამ სამუშაოებთან დაკავშირებით შეთავაზება სამი კომპანიისგან მიიღო: „Ocean Infinity“-სგან, გერმანული კომპანია „Furgo”-სგან და უცნობი მალაიზიური კომპანიისგან.
თვითმფრინავის გაუჩინარებასთან დაკავშირებით საბუთების შეტანისას, ავსტრალიის სატრანსპორტო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „თითქმის წარმოუდგენელი“ იყო ის ფაქტი, რომ თვითმფრინავის პოვნა ჯერ ვერ მოხერხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.