ელენე ხოშტარია: დღეს, ჩვენ მთელი დღე ვუყურებთ შეშინებულ „ქართულ ოცნებას“, შეშინებულ კანდიდატს „ქართული ოცნების“
21-10-2017, 17:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რამდენიმე საათი დარჩა, რომ თბილისში, თბილისის მოქალაქეების მშვიდობიანი ნების გამოხატვით, ჩვენ მოვიტანოთ სასიკეთო ცვლილებები თბილისში, შევცვალოთ „ქართული ოცნება" და მოვიტანოთ თბილისში განვითარება, აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება" შეშინებულია. „დღეს, ჩვენ მთელი დღე ვუყურებთ შეშინებულ „ქართულ ოცნებას", შეშინებულ კანდიდატს „ქართული ოცნების", აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

 

 

ხოშტარიას განცხადებით, მიმდინარეობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, პირადი მონაცემების აღრიცხვა, არის მობილიზაცია უბნებათან.

 

 

„ძალით მოჰყავთ არჩევნებზე ხალხი. მათ ესმით, რომ ისინი აგებენ არჩევნებს და ეს ერთადერთზე მეტყველებს, რომ „ქართული ოცნება" არ არის დღეს ძლიერი. იმისთვის, რომ ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, იმისთვის, რომ თბილისში „ქართულმა ოცნებამ" აგოს პასუხი უამრავ ტყუილზე, რომელიც უთხრა თბილისის მოსახლეობას, მე მოვუწოდებ ყველა ჩემს მომხრეს, ყველა ოპოზიციურ ამომრჩეველს, არ დაიზაროთ, მობრძანდით საარჩევნო უბნებზე, გამოხატეთ თქვენი ნება. ეს არის ჩვენი შანსი, რომ მივცეთ განვითარება ამ ქალაქს", განაცხადა ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი