საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდებს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი მხარდამჭერებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება „რევოლუციას იახლოვებს“.
„მოვუწოდებ მხარდამჭერებს საარჩევნო უბნებზე, ბოლომდე დაიცავით თითოეული ხმა, თითოეული ოქმი, თითოეული ამომრჩეველი და დაიცავით ჩვენი სამშობლო.
„ხელისუფლებამ არჩევნები წააგო, ხელისუფლებას უნდა ახლა გააფორმოს მოგება. არ მივცეთ ამის გაფორმებისა და დაკანონების საშუალება. ვერავინ ვერ დაიჯერებს, რომ საქართველოში არსებობს იმდენი სადო-მაზოხისტი, რომ შეიძლება ხმები მიიღოს იავანიშვილის ცრუპენტელა პარტიამ და ქართველი ერის ჯალათების - ბოკერიას და უგულავას პარტიამ. გამოვრიცხავ მე, საქართველოში ამდენ მანიაკსა და სადო-მაზოხისტს.
„გვაყენებენ წარმოუდგენელ შეურაცხყოფას, ჩვენ ეს არ უნდა ჩავყლაპოთ და კარგია, რომ ასე აკეთებენ, ამით იახლოვებენ რევოლუციას, ამით იახლოვებენ საკუთარ დამხობას და ჩვენ მოვუწოდებთ ხალხს საბრძოლო მზადყოფნისკენ - დავიცვათ მასობრივი წინააღმდეგობის გზით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავლის ინტერესები, ჩვენ ლიდერები ამისთვის მზად ვართ, დანარჩენს გვიჩვენებს ეს ღამე და ხვალინდელი დღე“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.