ირაკლი კობახიძე: „იქნება მე-2 ტურები მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ პირველ ტურში დამთავრდება მერის არჩევნები“
21-10-2017, 21:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარე „რუსთავი 2“-ის დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლს ენდობა და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პარტიულ დათვლებს „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლები შეესაბამება.

 


ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერობს“, თუმცა მისი ვარაუდით „მეორე ტურები მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში“ იქნება.

 

 

„ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ ლიდერობს დამაჯერებლად. იქნება სავარაუდოდ მეორე ტურები მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ პირველ ტურში დამთავრდება მერის არჩევნები“, განაცხადა კობახიძემ. 

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში“ ჩატარდა. „სწორედ ასეთ გარემოში მოიპოვა გამარჯვება კახა კალაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 


კობახიძე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

 

%MCEPASTEBIN%

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი