სამაუწყებლო კომპანია „რუთავი 2“ „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგებს ასაჯაროვებს.
აღნიშნული შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზეა 54%-ით „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, 16% „ნაციონალური მოძრაობის" დედაქალაქის მერობის კანდიდატს, ზაალ უდუმაშვილს, ხოლო 15% დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს აქვს.
„ევროპული საქართველო“ ელენე ხოშტარია 7%, „პატრიოტთა ალიანსი“ ირმა ინაშვილი - 3 %. „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა - 2%. გიორგი ვაშაძე - ახალი საქართველო - 2%. „ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატი 1%.
რაც შეეხება პარტიულ მონაცემებს თბილისის მასშტაბით, - „ქართული ოცნება“ 58%, „ნაციონალური მოძრაობა“ 17%, „ევროპული საქართველო“ – 9%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 5%.
„ედისონ რისერჩს“ ეგზიტპოლი „რუსთავი 2“-მა დაუკვეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.