ცესკოს მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით თბილისის 737-ივე უბნის მონაცემები ცნობილია, რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძეა გასული. მას ხმების 51.06% აქვს მიღებული, აქედან გამომდინარე დედაქალაქში მეორე ტურის გამართვის საჭიროება არ იქნება.
მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილია გასული. მას 17.46% აქვს მიღებული;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილისთვის მიცემული ხმების პროცენტი 16.53-ია და იგი მესამე ადგილს იკავებს.
მეოთხე ადგილზე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იმყოფება - 7.13%.
იხილეთ თბილისის მერობის ყველა კანდიდატის მიღებული ხმები დაბლა მოცემულ ცხრილში:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.