ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის არსებული შედეგებით, ბორჯომში, ხაშურში, ოზურგეთსა და მარტვილში, შესაძლოა, არჩევნების მეორე ტურები გაიმართოს.
ბორჯომში, სადაც არსებული 30 საარჩევნო უბნიდან, ამ დროისთვის დათვლილია 19 უბნის შედეგები, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, ლევან ლიპარტიამ 41.18% აიღო. მეორე ადგილზეა „პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 39.75 % მიიღო.
ხაშურში, 52 საარჩევნო უბნიდან, 40-ის შედეგები ცნობილია. აღნიშნული შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, გიორგი გურასპაშვილმა 40.92% მიიღო. მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე, რომელმაც ხმათა 18.73% მოიპოვა.
ოზურგეთში 62 საარჩევნო უბნიდან 46 უბნის შედეგები დათვლილია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, ბეგლარ სიორიძეს 44.03%, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს, კონსტანტინე შარაშენიძეს 40.82 % აქვს მიღებული.
მარტვილში 39 უბნიდან 25 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, ალექსანდრე გრიგალავამ 47.81% მიიღო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა, მამუკა დანელიამ კი, 36.23% მოიპოვა.
ყაზბეგში, სადაც არსებული 10 უბნიდან, 10-ვე უბნის შედეგები დათვლილია და აღნიშნული შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა ამომრჩეველთა 44.61%-იანი, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" მერობის კანდიდატმა, სანდრო ყამარაულმა 26.88%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მეორე ტური დაინიშნება.
თიანეთში კი, არსებული 20 უბნიდან 20-ვე უბნის შედეგების მიხედვით, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა, თამაზ მეჭიაურმა 50.01%-ით გაიმარჯვა. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ლელა ქიტესაშვილმა კი, 49.99% მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.