შეერთებული შტატების ხუთი ყოფილი პრეზიდენტი ტეხასში კონცერტზე შეიკრიბა, რათა ქარიშხლებისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად თანხების მოძიების საქმეში თავიანთი წვლილი გაეღოთ.
ბარაქ ობამა, ჯორჯ დაბლიუ ბუში, ბილ კლინტონი, ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუში და ჯიმი კარტერი ტეხასში კონცერტზე ერთად გამოჩნდნენ. ამერიკის ყოფილი ლიდერებიდან სამმა „დემოკრატმა“ და ორმა „რესპუბლიკელმა“ პრეზიდენტმა დახმარების ხელი გაუწოდა მათ, ვინც გამანადგურებელმა ქარიშხლებმა - „ჰარვიმ“, „ირმამ“ და „მარიამ“ დააზარალა.
ყოფილი პრეზიდენტების დაფუძნებულმა დახმარების ფონდმა - The One America Appeal - ჯერჯერობით 31 მილიონი აშშ დოლარი მოაგროვა.
„როგორც ყოფილ პრეზიდენტებს, ჩენ გვინდოდა დავხმარებოდით ჩვენ ამერიკელ თანამემამულეებს“, განუცხადა ობამამ მრავალრიცხოვან აუდიტორიას წინასწარ ჩაწერილი ვიდეო მიმართვისას, როგორც ამას BBC იუწყება.
მისმა წინამორბედმა კი დაამატა: „ხალხი აქ დაზარალდა, მაგრამ როგორც ეს ერთმა ტეხასელმა შენიშნა, ჩვენ სიყვარული უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე წყალი“.
ყველა, ხუთივე პრეზიდენტი, სანამ დარბაზში თავიანთ ადგილებს დაიკავებდნენ, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე სცენაზე გამოვიდა. საქველმოქმედო კონცერტზე აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არ მისულა. მან შეკრებილებს გზავნილი გაუგზავნა და მათი „ჩინებული“ საქმე შეაქო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.