„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა თვითმმართველობის არჩევნები და მისი შედეგები შეაფასა.
„რომ არა ის სპეცოპერაცია, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როგორც თბილისში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მერწმუნეთ, არჩევნების შედეგები სულ სხვა იქნებოდა", განაცხადა უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
„გუშინ იყო უპრეცედენტო ზეწოლა ამომრჩევლებზე, მაყურებლები საარჩევნო უბნებზე, რომლებიც აკონტროლებდნენ ყველა მიმსვლელს და აკონტროლებდნენ, ვინ ვის აძლევდა ხმას. ძალით მოყვანილი ხალხი არჩევნებზე, ჩვენი ამომრჩევლების დაშინება, რომ ისინი არ მისულიყვნენ არჩევანზე და არ მოეცათ ჩვენთვის ხმა. ყველაფერმა, საბოლოო ჯამში მოგვცა ის, სურათი, რომელიც დღეს გვაქვს. მე მგონი თავად „ქართული ოცნების" წარმომადგენლებსაც არ სჯერათ იმ შედეგის, რომელიც დაიდო ვინაიდან, ყველანაირი ინდიკატორი იყო იმისთვის, რომ მეორე ტური უნდა დანიშნულიყო. საბოლოო ჯამში, მართლაც დაიწერა ხელისუფლებამ ის შედეგი, რომელიც ახლა ცესკოს ვებგვერდზე დევს. მე ნამდვილად ვერავინ ვერ დამასწრებდა რომ მიმელოცა გამარჯვებული კანდიდატისთვის არჩევნებში გამარჯვება, ეს რომ მას ღირსეულად გაეკეთებინა. მე ნამდვილად ვერ დავიწყებ ენის მოჩლექით საუბარს ხელისუფლებასთან იმის გამო, რომ მე მეორე ადგილი დამიწერონ, ან ა.შ. იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ ის პოლიტიკური ვაჭრობა, რომელიც ახლა არის დაწყებული ამ ადგილების გადანაწილებასთან დაკავშირებით, საერთოდ უღირსია", განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.