ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თიანეთში, სადაც არსებული 20 საარჩევნო უბნიდან, 20-ვე უბნის შედეგი ცნობილია, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი 50,3%-ით პირველ ადგილზეა.
აღნიშნული შედეგით მან თამაზ მეჭიაური დაამარცხა, რომელსაც ამომრჩეველთა 49,97%-მა დაუჭირა მხარი.
ცესკო-ს მიერ მანამდე გამოქვეყნებული მონაცემებით, რომელიც ასევე 20 საარჩევნო უბნიდან 20-ვე უბნის შედეგების მიხედვით იყო დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაურმა დაამარცხა.
ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე დღის განმავლობაში, რამდენიმე საათი იყო ხელმისაწვდომი, მეჭიაურმა 50.01%, ქიტესაშვილმა კი, 49.99% მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.