ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბათილად ცნობილი ხუთი ბიულეტენი აღდგა და მერობის კანდიდატებს შორის ხმებში სხვაობა სწორედ ეს რამდენიმე ხმაა.
„თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში 20 საუბნო საარჩევნო კომისია შედის. ყველა უბნის მონაცემი დათვლილია და განთავსებულია სპეციალურ ვებგვერდზე. თიანეთში, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი დაიწერა. საჩივრით მოთხოვნილი იყო #20-ე უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა. საოლქო კომისიამ ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა და გადაწყვიტა ბათილი ბიულეტენები ხელახლა გადაეთვალა. ბათილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 24, ხოლო სადაო ბიულეტენები იყო ხუთი. როცა კომისიამ ეს ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა, ხმათა უმრავლესობით ხუთი სადაო ბიულეტენი ნამდვილად ჩაითვალა, რადგან ამომრჩევლის ნება აღნიშნულ ბიულეტენებში ნათლად იყო გამოხატული და დაფიქსირებული", განაცხადა ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ და დაამატა, რომ აღნიშნულ პროცესს როგორც თავად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ასევე არასამთვარობო ორგანიზაციების დამკვირვებლები ესწრებოდნენ.
ცესკო-ს მონაცემებით, სადაც ამ დროისთვის, არსებული 20 საარჩევნო უბნიდან 20-ვე უბნის შედეგები დათვლილია, მერობის კანდადატს, თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს ამომრჩევლეთა ხმების 49.97% (3077 ხმა), ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ლელა ქიტესაშვილს - 50.03% (3081 ხმა).
ცესკო-ს მიერ მანამდე გამოქვეყნებული მონაცემებით, რომელიც ასევე 20 საარჩევნო უბნიდან 20-ვე უბნის შედეგების მიხედვით იყო დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაურმა დაამარცხა.
ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე დღის განმავლობაში, რამდენიმე საათი იყო ხელმისაწვდომი, მეჭიაურმა 50.01%, ქიტესაშვილმა კი, 49.99% მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.