გიორგი მარგველაშვილი: საქართველოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა
23-10-2017, 09:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

 

განცხადებას GUARDIAN.GE სრულად გთავაზობთ:

 

 

საქართველოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა, საერთო ჯამში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 


ვულოცავ თვითმმართველ ქალაქებში არჩეულ მერებს, პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს. ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას, არჩევნებში მიღებული ხალხის მხარდაჭერა კი, ამ ხალხის პრობლემების მოგვარებაში უნდა გამოიხატოს.

 


მინდა, მადლობა ვუთხრა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს თვითმმართველობის არჩევნების მიმართ გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და კვალიფიციური მონიტორინგისათვის.

 


იმედს გამოვთქვამ, რომ არჩევნების მეორე ტურიც მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იქნება", აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი