იაპონიის პრემიერ მინისტრმა, შინძო აბემ, მას შემდეგ, რაც კვირას გამართულ არჩევნებში ეგზიტპოლების მიხედვით მკაფიო გამარჯვება მოიპოვა, პირობა დადო, რომ „მტკიცედ გაუმკლავდება“ ჩრდილოეთ კორეას, იუწყება BBC.
აბემ ვადამდელი არჩევნები იმისათვის დანიშნა, რომ უფრო ძლიერი მანდატი ჰქონოდა იმ „კრიზისის“ დასაძლევად, რომლის წინაშეც იაპონია დადგა და ერთ-ერთი უმთავრესი დილემა ფხენიანიდან მომდინარე საფრთხის განეიტრალებაა.
იაპონური მედიის ცნობით, აბემ პარლამენტში 2/3 უმრავლესობა შეინარჩუნა და ეს ხელ-ფეხს უხსნის მას ცვლილებები შეიტანოს იაპონიის ომის შემდგომ პაციფისტურ კონსტიტუციაში.
უწინ პრემიერ მინისტრმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ფორმალიზების მოწოდება გააკეთა - სადავო სვლა - რომელიც მისი თქმით, იაპონიის თავდაცვისუნარიაონობის გაძლიერებას მოემსახურება, თუმცა კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ეს არის ნაბიჯი ხელახალი მილიტარიზაციისაკენ.
ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ საუბრისას აბემ განაცხადა: „როგორცმე შეგპირდით არჩევნებზე, ჩემი ახლო ამოცანაა მტკიცედ გავუმკლავდე ჩრდილოეთ კორეას... ამისათვის, მძლავრი დიპლომატიაა საჭირო“.
როგორც BBC-ის კორესპონდენტები იუწყებიან ტოკიოდან, აბეს დიდი უპირატესობით გამარჯვება, ნაწილობრივ ფხენიანის ქმედებების შედეგია. სულ რაღაც ორი თვის წინათ აბე ორ პოლიტიკურ სკანდალში გაეხვა და მისი პოპულარობა ეცემოდა, მაგრამ უეცარი აღმასვლა ჩრდილოეთ კორეის მიერ იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს თავზე ორი რაკეტის სხვადასხვა დროს გაშვებამ განაპირობა.
ადგილობრივი მედიის ცნობებით, აბეს მმართველმა „ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ „კომეტოს“ პარტიასთან კოალიციაში იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატაში, რომელიც მათ კონსტიტუციის ცვლილების ძალაუფლებას აძლევს, 465 ადგილიდან 312 ადგილი მოიპოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.