თავდაცვის მინისტრი გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტისას, ბრიტანელ კოლეგას მაიკლ ფელონს შეხვდება
23-10-2017, 11:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება. თავდაცვის უწყების ცნობით, ლევან იზორია საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ პლენარული სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოვა და გაერთიანებულ სამეფოსთან სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე ისაუბრებს.

 


ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიტანელ კოლეგას მაიკლ ფელონს შეხვდება.

 


„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მტკიცე მხარდამჭერი და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო 1919–1921 წლებში. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში 24 ოქტომბერს დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი