საჩხერის „ჩიხურას" კუთვნილი მიკროავტობუსის ამოტრიალების შედეგად, ერთი ფეხბურთელი დაშავდა
23-10-2017, 12:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურთან - საფეხბურთო კლუბ საჩხერის „ჩიხურას" კუთვნილი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.

 

 

„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ფეხბურთელი შოთა კაშია, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

 


„დაუდგინდა მარჯვენა ლავიწის ძვლის სამხრე ბოლოს მოტეხილობა, მცირე ცდომით და ჩაუტარდა ოპერაცია ლავიწის ძვლის ოსტეო სინთეზი. ოპერაცია მთავრდება, ჩაიარა ნორმალურად, სხვა დაზიანებები პაციენტს არ აქვს. სიცოცხლისათვის საშიში ნამდვილად არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტი არის სპორტსმენი, გაჭირდება ალბათ გარკვეულწილად რეაბილიტაცია, ამას მომავალი გვიჩვენებს", განაცხადა ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორმა, ბუბა შალამბერიძემ.

 

 

საჩხერის „ჩიხურას” დირექტორის ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო. ბერიკა შუკაკიძის თქმით, მცირე დაზიანება აქვს მიღებული კიდევ ერთ ფეხბურთელს, თუმცა მისი ჰოსპიტალიზება საჭირო არ გამხდარა.

 

 

„ბრუნდებოდნენ ფეხბურთელები გუნდის კუთვნილი ავტობუსით და ხაშურთან მძღოლმა ვერ შეძლო საჭის დამორჩილება, რადგან ტრასაზე, როგორც ის ამბობს, იყო წყლის ნაკადი, მოცურდა მანქანა და ხრამში ჩავარდა. დაშავებულია საბედნიეროდ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, გუნდის კაპიტანი შოთა კაშია, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია ლავიწის ძვალზე უტარდება. მცირე დაზიანება მიიღო ბაჩანა ცხადაძემ, მაგრამ ვესაუბრე და ის კარგად გრძნობს თავს", განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი