თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები იქნება, იქნება რეფორმები, იქნება სტრუქტურული ცვლილებები, აღნიშნული განცხდება კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ მერის უფლებამოსილების შესრულებას, ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეუდგება.
„თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნაკლები აქტიურობა გვექნება, პირიქით, გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით და ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რომ მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ აქტიურ საქმიანობას. პირდაპირ დავიწყოთ ჩვენი პროგრამის ასრულება და თბილისის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა. შესაბამისად, ტრანზიციის პერიოდში ძალიან მაღალი აქტივობა გვექნება და მოგაწვდით თქვენთვის საინტერესო ინფორმაციებს", განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, მან აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დასახელდებიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ თანამდებობებს დაიკავებენ.
მისი თქმით, ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი მუშაობს მერიაში და „შევეცდებით მათი პროფესიონალიზმი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ქალაქის საკეთილდღეოდ".
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტურობა, პროფესინალიზმი, გამოცდილების მქონე ადამიანები და სხვათაშორის ძალიან ღია იქნება ეს პროცესები მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში", განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.