კახა კალაძე თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს. როგორც მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საკადროსთან ერთად, სტრუქტურული ცვლილებებიც განხორციელდება.
კალაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დასახელდებიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ თანამდებობებს დაიკავებენ.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი მუშაობს მერიაში და „შევეცდებით მათი პროფესიონალიზმი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ქალაქის საკეთილდღეოდ".
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტურობა, პროფესინალიზმი, გამოცდილების მქონე ადამიანები და სხვათაშორის ძალიან ღია იქნება ეს პროცესები მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში", განაცხადა კახა კალაძემ, რომელიც თბილისის მერის უფლებამოსილების შესრულებას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეუდგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.