ჯერ არავის გასვლია ბატონო ბიძინა, ვინც უსამართლოდ დამტაკებია საჩხუბრად და მოსაგებად. გაიხსენეთ ვინ სად არის. ადრე თუ გვიან, თქვენც იგივე მოგივათ იმიტომ, რომ ჩემს მხარეს არის სიმართლე, წესიერება, პატიოსნება, სამშობლოსთვის ბრძოლა და არა მილიარდების დასაცავად ყველაფრის კადრება, განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, აქვს დოკუმენტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ მის პარტიას ხმები მოპარეს.
„მან [ბიძინა ივანიშვილმა] უკვე მესამედ მოგვპარა ხმები, მან ჩაყო ხელი ყუთებში და ჩვენი ხმები მოიპარა. მე ზუსტად ვიცოდი, რა დავალება ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს და რა არის მისი სურვილი, რომ მე გავქრე პოლიტიკური არენიდან ჩემს თანაგუნდელებთან და 100 ათასობით ადამიანთან ერთად, პოლიტიკური არენიდან, რომლებიც ჩვენ მხარს გვიჭერენ. ვერ ეღირსებით, მე არ წავალ პოლიტიკიდან, ვიდრე არ მოვაშორებ თქვენი სახით პრობლემას და თავის ტკივილს საქართველოს, პოლიტიკურად, რა თქმა უნდა.... არ შეგარჩენ, ბიძინა ივანიშვილო, ჩემი თანაგუნდელების ამდენ წვალებას, მათი გულის ტკივილს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, მათ ცრემლებს და არ შეგარჩენ საქართველოს მოსახლეობის გაბაიბურებას და მასხრად აგდებას. არც ჩემს შეურაცხყოფას და ფეხქვეშ გათელვის მცდელობას გაპატიებ", განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.