თინა ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე მისი წარდგენის გადაწყვეტილება კოალიციამ მიიღო და კანდიდატურა არც ბიძინა ივანიშვილს და არც ირაკლი ღარიბაშვილს არ შეურჩევია. ამის შესახებ ხიდაშელმა გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა.
"ამაზე პრემიერ-მინისტრმა ძალიან კონკრეტულად ისაუბრა ჩემი წარდგენის დროს, როდესაც თქვა, რომ ეს არის კოალიციური მთავრობა და შესაბამისად, კოალიციურ რეჟიმში იყო გადაწყვეტილება მიღებული. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და მოსწონს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ - ეს იყო კოალიციური გადაწყვეტილება, რომელიც ყველამ ერთად მიიღო. სხვათა შორის, მე არ ვესწრებოდი იმ შეკრებას. უჩემოდ მიიღეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელმა გადაცემაში იმაზეც ისაუბრა თუ როგორ წარმოუდგენია თავდაცვის მინისტრის პოსტზე საკუთარი თავი.
"როცა ხელისუფლებაში ხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. სხვაგვარად გაუგებარი და უპასუხისმგებლობა იქნება ნებისმიერი ჩვენგანის მოქმედება. როდესაც, რა მომენტში, სად ჩაითვლება საჭიროდ, იმ უბანზე უნდა იბრძოლო. მე არ ვთვლი, რომ საერთოდ არსებობს რაიმე პოლიტიკური თანამდებობა ქვეყანაში, სადაც რისკი არ არის, სადაც გამოწვევები ნაკლებია. მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს და არც მიცნობს ასე საზოგადოება, ვინც ეძებს ადვილ ცხოვრებას, ადვილ გამოსავალს და ვინც მოკლე დისტანციებით მოძრაობს იმისთვის, რომ წარმატებამდე მივიდეს", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.