ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას GUARDIAN.GE სრულად გთავაზობთ:
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს საქართველოს მთავრობასა და ხალხს 21 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც კარგად იყო ადმინისტრირებული და დიდწილად, მშვიდობიან გარემოში ჩატარდა თავისუფლების ფუნდამენტური უფლების დაცვით.
ვეთანხმებით ეუთო-ს წინასწარ ანგარიშს, რომელშიც დადებითად აღინიშნა, რომ კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო. აგრეთვე ვიზიარებთ ეუთო-ს მოსაზრებას, რომ მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია ხაზს უსვამს მის პასუხისმგებლობას უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც კონკურენტების შესაძლებლობები არ შეიზღუდება. ეუთო-ს შეფასებაში ასევე საუბარია საჩივრებზე ამომრჩეველთა დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საჩივარი.
ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჩვენი საერთო მიზნის განხორციელებას და მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებას და მის სწრაფვას გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.