„საქართველო ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანაა ყველა საერთაშორისო ინვესტორისთვის, რომელიც რაიმე განსხვავებულის, მაგრამ უსაფრთხოს ძიებაშია. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული დაბალი გადასახადები, ბიზნესის წარმოების სიმარტივე და ხალხის სტუმართმოყვარეობა", განაცხადა ბრიტანული კომპანია ფეარ ჯგუფის ხელმძღვანელმა სტეფან ფეარმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მანსონ ჰაუსში გამართულ შეხვედრაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტეფან ფეარმა ხაზი გაუსვა საქართველოს პოტენციალს ტურიზმისა და ღვინის ინდუსტრიის კუთხით. ბიზნესმენმა საქართველო მოიხსენია, როგორც ისტორიულად ღვინის წარმოების აკვანი და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქართული ღვინო უფრო ძველია ვიდრე სხვა ყველა ღვინო მსოფლიოში. მან ასევე ისაუბრა საქართველოში სასტუმროების განვითარების კუთხით არსებულ მზარდ პოტენციალზე.
„ჩემს ბიზნესს გააჩნია კვლევითი განყოფილება, რომელიც აანალიზებს და თვალყურს ადევნებს საერთაშორისო ტენდენციებს, რათა აღმოაჩინოს თუ სად იქნება შემდეგი საინვესტიციო კერა. საქართველო განაგრძობდა სიის სათავის დაკავებას, რამაც მე მიბიძგა ქვეყანაში გამგზავრებისა და მისი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ", აღნიშნა ფეარ ჯგუფის ხელმძღვანელმა.
მან მოუწოდა ინვესტორებს, ესტუმრონ საქართველოს, რომელიც ინვესტიციების განსახორციელებლად საინტერესო ადგილს წარმოადგენს, კარგად მიიწევს წინ და გააჩნია მეტი წინსვლის პოტენციალი.
მანსონ ჰაუსში ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გამართული მრგვალი მაგიდის დისკუსია საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საინვესტიციო შესაძლებლობებს დაეთმო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.