ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, საზოგადოებას აქვს სურვილი, რომ პოლიტიკაში ახალი ძალა გამოჩნდეს.
როგორც მან „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, ის, რომ საზოგადოება ალტერნატივას ელოდება, თბილისის მერობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში დადასტურდა.
„ამომრჩეველს იმდენად სურს, რაღაც სიახლე, მაშინვე მოეჭიდა ალეკო ელისაშვილის კანდიდატურას", განაცხადა ხუხაშვილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ სწორედ ამით იყო განპირობებული თვითმმართველობის არჩევნებში ელისაშვილის მიერ მიღებული პროცენტული მაჩვენებელი. ექსპერტი ფიქრობს, რომ „როგორც კი გაჩნდება ქვეყანაში რეალური ალტერნატივა, ამომრჩეველი ხავსივით მოეჭიდება მას". ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ ალტერნატივა აუცილებლად გაჩნდება.
„პოლიტიკაში ისევე, როგორც ეკონომიკაში, უნივერსალური კანონები მოქმედებს ხომ. მოთხოვნილება არის ძალიან მაღალი, მოთხოვნა როდესაც არის და ეს დიდხანს გრძელდება, აუცილებლად განჩდება მიწოდება ბაზარზე.... მონოპოლიზებულ რესურსებთან დაპირისპირება მხოლოდ ახალი იდეებით, ანთებული გულით და მაღალი ინტელექტით შეიძლება.
რესურსებთან დაპირისპირება აუცილებლად მოხდება, მაგრამ მოხდება სუფთა ფურცლიდან. აი, ვინ იქნება და რა იქნება, მე არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ ამის პირველი ტესტი, წესით, ისტორიული კანონზომიერებით უნდა იყოს უკვე საპრეზიდენტო არჩევნებზე. საპრეზიდენტო არჩევნები ხელისუფლებამ თუ წააგო, ამ შემთხვევაში, ჩათვალეთ რომ მათ უნდა ჩაალაგონ ჩემოდნები და წავიდნენ სახლში.
2020 წელს „ქართულ ოცნებას" აღარანაირი შანსი არ ექნება. საპრეზიდენტო არჩევნები მათთვის არის ფატალური არჩევნები იმიტომ, რომ იქ ერთი კაცის ირგვლივ იკრიბება ყველაფერი, ამას არ სჭირდება დიდი ინფრასტრუქტურა და აი, იმ ერთმა კაცმა თუ დაამარცხა „ქართული ოცნება", რომელიც მონოპოლურ რესურსებზეა დაფუძნებული, მაშინ უკვე 2020 წელსაც განწირულები იქნებიან", განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.