მცხეთის რაიონულმა სასამართლომ საოლქო კომისიის დადგენილება გააუქმა - თიანეთის მერის არჩევნებში კვლავ თამაზ მეჭიაური იმარჯვებს
25-10-2017, 14:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ „დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა თიანეთის მე-19 საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.

 

 

სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, სადაც ორგანიზაცია მეოცე უბნის შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვდა.

 

 

თამარ მეჭიაური, რომლის ინტერესებსაც საია იცავდა, აპროტესტებდა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რის საფუძველზეც ბათილი ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა, შედეგად კი თიანეთში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, ლელა ქიტესაშვილმა გაიმარჯვა.

 

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 22 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც თიანეთში არსებული 20 საარჩევნო უბნიდან 20-ვე უბნის შედეგები დაითვალა, გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, ლელა ქიტესაშვილს თამაზ მეჭიაური ამარცხებდა. ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე დღის განმავლობაში, რამდენიმე საათი იყო ხელმისაწვდომი, მეჭიაურმა 50.01%(3077 ხმა) ქიტესაშვილმა კი, 49.99%(3076 ხმა) მიიღო.


მოგვიანებით, ცესკო-ს მონაცემები შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა მეჭიაური დაამარცხა. ახალი შედეგეგბის მიხედვით, ქიტესაშვილი 50,3%-ით(3081 ხმა) პირველ ადგილზე იყო, ხოლო მეჭიაურს ამომრჩეველთა 49,97%-მა(3077 ხმა) დაუჭირა მხარი.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ თიანეთში მერობის კანდიდატებს შორის სხვაობა ის ხუთი ხმა იყო, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი და თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით აღდგა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი