საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალურ ვიზიტად ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება, ქვეყნის პრეზიდენტს, რუვენ რივლინს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ და მჭიდრო მეგობრობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
„საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელში არსებულ ვითარებას, ასევე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა გამოწვევებთან გასამკლავებლად კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
რუვენ რივლინის თქმით, ისრაელის სახელმწიფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე შეფასებით, საქართველო საიმედო პარტნიორი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანაა გლობალური უსაფრთხოების საკითხებში.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტსა და ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესახებაც. როგორც აღინიშნა, ამ მიმართულებით, აქტიურად იმუშავებენ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები. გარდა ამისა, ხაზი გაესვა ხალხთაშორისი ურთიერთობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას", ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.