მეუფე დიმიტრი: სოსო ოხანაშვილის სიძეობა თავსატეხად მექცა
25-10-2017, 17:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. მატროსოვის ციხეში, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის მოსანახულებლად, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი იმყოფებოდა.

 

 

როგორც მან სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისასა აღნიშნა, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი მისი ჩვენების გასაჯაროვებასთან რაიმე სახით კავშირს უარყოფს.

 

 

„ოხ, ეს ოხანაშვილი, თავსატეხად მექცა მისი სიძეობა. ის არის ზრდასრული ადამიანი, დამოუკიდებელი, თვითნება, თვითმარქვია. ვინც გვიცნობს და იცის ჩვენი ურთიერთობა, ხშირად გვქონია არასასიამოვნო საუბრები მის უხეშობაზე ადამიანებთან მიმართებაში, ეს მღვდელმთავარი იყო თუ სასულიერო პირები, სახალხოდაც, რაზეც მეუბნებოდა, სამსახური მაქვს ასეთიო....

 

 

მე მას ვესაუბრე სასამართლოზე მიცემული ჩვენების შესახებ. მან თქვა, რომ ვერ გავავრცელებდი, რადგან ვარ უცხოეთში და მოსთხოვეთ მათ,  ვინც სასამართლოდან გამოიტანა ჩემი ჩვენება. ის ამბობს, რომ მე სასამართლოზე კითხვა დამისვეს და პასუხი გავეცი და ეს გამოააშკარავეს", განაცხადა მეუფე დიმიტრი ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, სადაც მასთან ერთად, დეკანოზი რევაზ სიხარულიძეც იმყოფებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი