ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დოკუმენტი მიიღო.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სააკაშვილმა საემიგრაციო სამსახურის შენობასთან ყოფნის დროს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას აპირებს.
„სასამართლოში დღეს ან ხვალ წავალ. როგორც იქნა, ჩვენ მივიღეთ დოკუმენტები პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მოქალაქეობასთან დაკავშირებით და ჩვენ გავასაჩივრებთ ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს", განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეობა 26 ივლისს შეუწყვიტა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.