მას შემდეგ, რაც ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს და ამ საქმის შემსრულებლებს დიდ პრემიას პირდება, საზოგადოებას არ ასვენებს კითხვა, ვინ ატვირთა ეს სკანდალური ფირი?
ამასთან დაკავშირებით გაზეთ "ქრონიკას" ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არსებობს ფირები, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ინტიმურ ცხოვრებას და ზოგიერთი მათგანის ცოლის არატრადიციულ სექსსა და ორგიებს ასახავს. "მე თქვენ გეტყვით ერთ სკანდალურ ინფორმაციას, ერთ-ერთ კავკასიელ ლიდერს ხელში ჩაუვარდა ფირები, რომელიც ასახავს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ინტიმურ ცხოვრებას და ზოგიერთი მათგანის ცოლების არატრადიციულ სექსსა და ორგიებს.
ეს ადამიანი დამიკავშირდა და ძალიან შეწუხებული იყო, ისიც კი მითხრა, ბოლომდე ვერ ვუყურე, გამოვრთეო. როგორც ჩანს, ამ ადამიანთან ეს ფირები მოხვდა "ნაცმოძრაობის" იმ წევრების მხრიდან, რომლებიც საქართველოდან გაიქცნენ. ასე რომ, შიდა დაპირისპირება ყოვეთვის იყო "ნაცმოძრაობაში" და კლანებს შორის მოდიოდა ომი, ერთმანეთს ჩუმად უღებდნენ და კომპრომატებს აგროვებდნენ. დიდი ალბათობაა, მუხროვანის კადრები "ნაცმოძრაობის" წრიდან გამოსულიყო, მსგავსი ტიპის საიდულმო ფირებზე წვდომა "ნაციონალებსა" და ძალოვან სტრუქტურებს აქვთ" - აცხადებს კასრელიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.