უკრაინის დედაქალაქ კიევში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. „რია ნოვოსტი" აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესმდივანზე, ელენე გიტლიანსკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდაცვლილი რადას დეპუტატის, იგორ მოსიიჩუკის მცველი და ერთი ადგილობრივი მცხოვრებია.
როგორც უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, აფეთქების ფაქტის გამოძიება, ყველა ვერსიის გათვალისწინებით მიმდინარეობს.
აფეთქება კიევში გუშინ 25 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ესპრესოსთან“ მოხდა. შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი, მათ შორის, უკრაინული რადას დეპუტატი იგორ მოსიიჩუკი და პოლიტოლოგი ვიტალი ბალა მძიმედ დაიჭრნენ.
„ესპრესოსთან“ მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია უკვე მიენიჭა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.