თავდაცვის სამინისტრომ DIB-ის გერმანელი მრჩეველი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა
26-10-2017, 15:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) გერმანელ მრჩეველთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

 

 

ლელა ჩიქოვანმა ანდრეას გლოდე თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა და საქართველოში მნიშვნელოვანი და წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 


ანდრეას გლოდე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში მრჩევლად ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. მას მრჩევლის პოზიციაზე ასევე გერმანელი, კონრად ვუდტკე შეცვლის, რომელიც დღეს დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

 


ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერი, საზღვაო კაპიტანი, შტეფან ანიქოფერი, ჯგუფის სხვა წარმომადგენლები, საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოსეფ ნოლტე და სპეციალური ოპერაციების ძალების მრჩეველი პოლონეთიდან. ვიცე-პოლკოვნიკი პაველ შმიდტი საქართველოში მუშაობას რამდენიმე კვირის წინ შეუდგა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი