დავით მათიკაშვილი: ოპოზიციაში გადასული პრეზიდენტი - ეს არ არის სწორი, არ არის ჯანსაღი მიდგომა
26-10-2017, 17:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

 

იგი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების დასაბუთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

 

 

„ოპოზიციაში გადასული პრეზიდენტი - ეს არ არის სწორი, არ არის ჯანსაღი მიდგომა, ამიტომ, 2018 წელს ჩვენ გვეყოლება ახალი პრეზიდენტი და ძალიან იმედი მაქვს, ის მაინც იქნება სწორედ გამტარებელი იმ პოლიტიკის, რასაც ზეპარტიული არბიტრი ჰქვია. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებებს, ეს ყველაფერი უნდა დადასტურდეს. თუ ასეთი რამ დადასტურდება შესაბამისი პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს, თუ არა, მაშინ ბოდიში უნდა მოიხადოს იმ პიროვნებამ, რომელიც ასეთ რამეს აბრალებს კონკრეტულ პროცესებში მონაწილე პირებს", განუცხადა „იმედს" დავით მათიკაშვილმა.

 

 

გიორგი მარგველაშვილმა გუშინ ტელეკომპანია „მაესტროს" პირდაპირ ეთერში არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, „სამწუხაროდ, ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი