ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის აღდგენა მიმდინარეობს. მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, ხობის გამგებელმა, გოჩა ქაჯაიამ და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ზაზა ბუკიამ დაათვალიერეს.
ხობის გამგეობის ცნობით, ბეტონის გზის და წყალსაწრეტი არხის მოწყობით სამუშაოს შპს „დაგი“ ახორციელებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 66410.40 ლარია. სამუშაო ნოემბერის დასაწყისში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.