გიორგი კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარება სათანადოდ დაფასდება ჩვენი მეგობრების მიერ, საერთაშორისო პარტნიორების მიერ
27-10-2017, 14:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა, ყველას მოგილოცოთ 21 ოქტომბერს ჩატარებული, ადგილობრივი თვითმმართველობის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ვფიქრობთ, ეს არის დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების კუთხით, განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში, გამჭვირვალედ, - ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული.

 


მინდა, მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ჩვენს ყველა მხარდამჭერს; ყველას, ვინც წვლილი შეიტანა არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს, ასევე - ადგილობრივ დამკვირვებლებს, არასამთავრობო სექტორს და მედიას, ასეთი კარგი გაშუქებისთვის.
ვფიქრობ, ყველამ დაინახა განსხვავება - თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში არის ნამდვილად კიდევ უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული.

 


ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა ჩაატარა მომავალზე, პროგრამაზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანია და საერთოდ, ამ არჩევნების პროცესში, გაცილებით უფრო ნაკლები იყო სიძულვილის ენა, რაც, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

 


გილოცავთ ყველას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარება სათანადოდ დაფასდება ჩვენი მეგობრების მიერ, საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ეს იქნება ძალიან დიდი ქულა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი