მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის პარლამენტის მიერ ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურაზე იმსჯელეს კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
პოლიტსაბჭოს წევრებმა განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები და ისაუბრეს მთავრობის წევრების საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებით, რომლებიც მომავალ კვირას იგეგმება.
საუბარი ასევე შეეხო რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს და EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებას, რომელსაც თბილისი - 13-15 მაისს უმასპინძლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.