აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, მთელ ქართულ საზოგადოებას ვულოცავ აფხაზური ენის დღეს. აფხაზური კულტურა ჩვენი საერთო ისტორიისა და ღრმად მწამს, რომ საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილია, ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვის წერილში, რომელიც ქართულის გარდა, აფხაზურ ენაზეც გავრცელდა.
„აფხაზური ენა აფხაზური თვითმყოფადობისა და კულტურის საფუძველია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულ ენასთან ერთად, სახელმწიფო ენადაა აღიარებული.
მის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნვა კი, სახელმწიფოს განსაკუთრებული მოვალეობაა.
მინდა აფხაზმა თანამოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ვესწრაფვით დღეს, როდესაც მომავლის სახელით შევძლებთ წარსულის მტკივნეულ გამოცდილებაზე ამაღლებას და ერთ - მშვიდობის, სიყვარულისა და თანამშრომლობის ენაზე საუბარს", ნათქვამია წერილში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.