შსს–ს აჭარის მთავარი სამმართველოს შუახევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ზურაბ ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 3 მაისს, დაბა შუახევში, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს საათებში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 1990 წელს დაბადებულ დათო დ.–ს მუცლის არეში ორი ჭრილობა მიაყენა, ასევე ცივი იარაღით დაჭრა 1976 წელს დაბადებული გენადი დ. და 1972 წელს დაბადებული ვაჟა დ. და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. დათო დ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გენადი დ–ს და ვაჟა დ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მომხდარიდან დაახლოებით ერთ საათში ქედის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარებს (საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.