ირაკლი კობახიძე გიორგი ალიბეგაშვილს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს
28-10-2017, 15:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი კობახიძე გიორგი ალიბეგაშვილს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს.

 

 

„ვულოცავ ბატონ გიორგი ალიბეგაშვილს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან და საპატიო თანამდებობაზე - ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნას.

 

 

ბატონი გიორგი უხელმძღვანელებს იმ სტრუქტურას, რომელსაც ჩვენი მშობლიური ქართული ენის დაცვა და განვითარება ეკისრება. ეს კი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ქართულ ენაზე მოსაუბრე ნებისმიერი ადამიანისთვის გამორჩეული მნიშვნელობისაა. შესაბამისად, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობა, და ამავდროულად - უდიდესი პატივიც.

 

 

სახელმწიფო ენა არის ის ფუნდამენტი, რომელსაც ერის კონსოლიდაცია ეფუძნება, რომელიც გარანტია ეროვნული იდენტობის, ღირებულებებისა და თვითმყოფადი კულტურის დაცვის.

 

 

ქართველმა ერმა მშობლიური ენის, სამშობლოსა და სარწმუნოების დასაცავად, საუკუნეების განმავლობაში მრავალ განსაცდელს გაუძლო. ჩვენი და ყოველი მომდევნო თაობის უმთავრესი ვალია, ეს საგანძური დავიცვათ, განვავითაროთ და ყველამ ერთად ვიზრუნოთ მასზე.

 

 

ჩვენ ქართული ენის დაცვა ავიყვანეთ ქვეყნის უმთავრესი კანონის - საქართველოს კონსტიტუციის დონეზე. დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი ალიბეგაშვილი უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფო ენის დაცვას და იქნება ქართული ენის განვითარებაზე ზრუნვის გარანტი", ნათქვამია ირაკლი კობახიძის წერილში, რომელიც პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

კომენტარები: 1
#1   ალეკო
      
ამაააaაა
29 ოქტომბერი 2017 08:08
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი