დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილ მენეჯერს, პოლ მანაფორტს რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამოძიების ფარგლებში ბრალს წაუყენებენ, იუწყება BBC აშშ-ის მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობების თანახმად, ბრალი მას და მის ყოფილ ბიზნეს-პარტნიორს, რიკ გეიტსს წარედგინებათ. როგორც ამერიკული მედია წერს, მათ დაევალათ, რომ უნდა ჩაბარდნენ სამართალდამცველებს.
გამოძიებას იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დანიშნული სპეციალური პროკურორი, FBI-ის ყოფილი დირექტორი, რობერტ მიულერი აწარმოებს და იგი იძიებს, არსებობდა თუ არა რაიმე კავშირები რუსეთსა და ტრამპის კამპანიას შორის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
რა სახის ბრალდებები იქნება წარდგენილი მანაფორტისა და გეიტსის მიმართ, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.