​საქართველოს პრეზიდენტი ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა
30-10-2017, 18:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დენის ო’დონოვანი მიიღო.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ირლანდიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, რომელიც როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე ტურიზმის მიმართულებების გაძლიერებას ითვალისწინებს.

 


„საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

 


ირლანდიელ სტუმარს გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნობა ადმინისტრაციულ საზღვარზე, სოფელ ხურვალეთთან მავთულხლართების გავლების შედეგად შექმნილ ვითარებას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.

 


გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სენატის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუციისათვის, რომელიც ირლანდიის პარლამენტმა მიიღო", აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი