რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ავადმყოფი ადამიანი“ უწოდა ჟურნალისტ ტატიანა ფელგენგაურზე თავდამსხმელს
30-10-2017, 20:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეხო მასკვის“ ჟურნალისტზე, ტატიანა ფელგენგაურზე თავდასხმა ავადმყოფმა ადამიანმა განახორციელა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომაზე.

 


„თქვენ ახსენეთ „ეხო მასკვი“, მაგრამ ეს აქ რა შუაშია? ავადმყოფი ადამიანი მოვიდა, რა შუაშია აქ სიტყვის თავისუფლება? ჩამოვიდა ისრაელიდან, თავს დაესხა ამ ჟურნალისტს. „ეხო მასკვი“ სახელმწიფო ფულით მუშაობს. ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. თქვენ შეიძლება წარმოიდგინოთ, რომ ევროპაში იყოს (მსგავსი) რადიოსადგური? ან შტატებში? შეუძლებელია“, განაცხადა პუტინმა, რომლის სიტყვის ციტირებასაც სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 


ერთი კვირის წინათ, რუსეთის და ისრაელის მოქალაქე ბორის გრიცი რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ რედაქციაში შეიჭრა და ფელგენგაუერს ყელში დანა გაუყარა, რის შემდეგაც ის დააკავეს. ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასამართლოზე გრიცმა ნაწილობრივ აღიარა თავისი ბრალეულობა და განაცხადა, რომ არ აპირებდა წამყვანის მოკვლას.

 


საგამოძიებო სამსახურს განზრახული აქვს ისრაელიდან სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვა გრიცის შესახებ, რომელიც იქ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. თავდამსხმელი ადრე ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტი მას „ტელეპატიური კონტაქტის“ მეშვეობით „ორი თვის განმავლობაში დევნიდა“. მისი ფსიქიკური მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, დანიშნულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი