შეერთებულ შტატებში, იუტას უნივერსიტეტთან სროლებისას მოკლულია ერთი პირი, განაცხადა პოლიციამ.
როგორც „როიტერსი“ იტყობინება, უნივერსიტეტმა „თვითერზე“ ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით დილის 7 საათი) ინფორმაცია განათავსა, სადაც აღნიშნულია, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლებს ადგილი რედ ბუტ კანიონში, სკოლის აღმოსავლეთ ნაწილში, კვლევის ზონაში, სოლტ ლეიკ სიტიში ჰქონდა.
სოლტ ლეიკ სიტის პოლიციის დეპარტამენტმა „თვითერზე“ განაცხადა, რომ მოკლულია ერთი პირი.
სამართალდამცველები 24 წლის ეჭვმიტანილს, ოსტინ ბუტეინს ეძებენ, რომელსაც პოლიცია „შეიარაღებულ და სახიფათო“ მამაკაცად აღწერს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სკოლის სიახლოვეს მატარებლების მომსახურება შეჩერებულია და სტუდენტები გააფრთხილეს, რომ თავი კამპუსს შეაფარონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.