„სალვუს დეველოპმენტის” მფლობელი გიორგი სოზაშვილი მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და აღნიშნულს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის დაფინანსების საქმეს უკავშირებს.
როგორც მან წუხელ, გვიან ღამით საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, თებერვალში მის კომპანიაში საგადასახადო ინსპექცია შევიდა, რის შემდეგაც, მას პირდაპირ უთხრეს, რომ „იმიტომ მიკეთებენ ამას, რომ „რუსთავი 2"-ს ვაფინანსებ".
„ა.წ. თებერვალში შემოვიდა საგადასახადო ინსპექცია ვითომ გეგმიური შემოწმების მიზეზით. მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ იმიტომ მიკეთებენ ამას, რომ „რუსთავი 2"-ს ვაფინანსებ. იმიტომ, რომ ძალიან მსხვილი რეკლამა მქონდა შეკვეთილი „რუსთავი 2"-ზე. პირდაპირ მითხრეს, რომ ეს ამის გამო კეთდება „რუსთავი 2"-ს რომ ვაფინანსებ. ძალიან ვთხოვ ყველას, ბიზნესს გვაცადეთ თავისუფლად საქმის კეთება", განაცხადა გიორგი სოზაშვილმა.
კომპანიის წარმომადგენლები და იურისტები გუშინ „სალვუს დეველოპმენტის“ ოფისში მომხდარ შემთხვევას ბიზნესზე ზეწოლად აფასებენ. მათი თქმით, შემთხვევა, რომელიც გუშინ მოხდა „სალვუს დეველოპმენტის“ ხელმძღვანელობასა და მობინადრეებს შორის მიზანმიმართული იყო, რადგან ერთ-ერთი მოქალაქე, დავით ეჟიშვილი, რომელიც ამბობდა, რომ მას კომპანიამ ხელშეკრულება დაურღვია, ტყუილია. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ობიექტის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო და შესაბამისად, მათ ხელშეკრულება არ დაურღვევიათ.
„მოქალაქე მოვიდა ოფისში, ვითმოდა რაღაც საკითხების გასარკვევად, თვითონვე მოაწყო პოროვოკაცია, იმუქრებოდა, რომ მისი ძმა პროკურორია და თუ ის საჭიროდ ჩათვლიდა, ყველას დაიჭერდა. მისი ძმაც მოვიდა ოფისში, მოიყვანა თანმხლები პროკურორებიც, რომლებიც უფლებამოსილებას ამეტებდნენ. წინასწარვე დააანონსეს, რომ ოფისში ჩხრეკას ჩაატარებდნენ და ყველას ციხეში ჩასვამდნენ", განაცხადა ადვოკატმა, მარინე ცუცქირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.