იან კელი: აშშ-ის საელჩო კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
31-10-2017, 14:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელი საქართველოს კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება.

 

 

საკონსტიტუციო რეფორმის პროცესისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, ქვეყნის მთავარ კანონში ახალი ცვლილებების მომზადების შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

 


იან კელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და მმართველი გუნდის მიერ კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას მიესალმება.

 


საუბარი, ასევე, საქართველოს პარლამენტის სამომავლო გეგმებსა და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხო.

 


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვებაც მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

 

ინფორმაციას პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი